logo
ENG



პაატა შამუგია: ბიძინამ საკუთარი გადაფურთხებული ალოკა

17 ნოე 201922:30
3 წუთის საკითხავი
 
x8a9ncx0cdsv3v2.jpg

„ფორმულას“ პირდაპირ ეთერში პოეტმა პაატა შამუგიამ მიმდინარე პროცესები შეაფასა და თქვა, რომ ადამიანების დათვლა უხერხულიც კი იყო ხელისუფლების მხრიდან.

„მე ვადევნებდი საერთაშორისო მედიას თვალს და, სულ მცირე, 10-ჯერ დიდი რიცხვი იყო მოცემული“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მმართველ ძალას არ სურს იმის აღიარება, რომ ქვეყანაში დიდი საპროსტესტო მუხტია და ცდილობს, ეს პროტესტი სხვადასხვა პარტიას დაუკავშიროს.

„ხელისუფლებას სურს კონრეტულ პოლიტიკურ აქტივს მიაწეროს ეს პროცესები და არა საერთო სახალხო პროტესტს, რაც მისთვის წაგებიანია. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველა ოჯახში ძალიან უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ გადამგდებ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილმა შავი ლაქა გააჩინა საქართველოს ისტორიაში. გამოვიყენებ ამ გამოთქმას და ვიტყვი: მან საკუთარი გადაფურთხებული ალოკა, უფრო სწორად, ქვეშევრდომებს აალოკინა. ძალიან გაუჭირდებათ ამ დეპუტატებს საქართველოში ცხოვრება; მათ, ვისი საშუალებითაც ჩავარდა საკანონმდებლო ცვლილება“, - განაცხადა პაატა შამუგიამ.


close დახურვა